მნიშვნელოვანისაქართველო

,,ჭიაკოკონობასთან” დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა,
ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, აკრძალულია და ჯარიმდება.


საბურავების, პლასტმასის მასალის, ფოთლების და სხვა ნებისმიერი ნარჩენის ღია წესით დაწვისთვის, 200-დან 500 ლარამდე ჯარიმა მოქმედებს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ იმართება. გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button