მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჭიანურდება თუ არა ხელოვნურად სააკაშვილის პროცესის ჩანიშვნა-რას აცხადებენ ადვოკატები

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ჩანიშვნა ხელოვნურად ჭიანურდება, ამის შესახებ ადვოკატები აცხადებენ. მათი მტკიცებით, ხელისუფლებას სააკაშვილის საჯაროდ გამოჩენის ეშინია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ადვიკატები ციხეში დღეს შეხვდებიან ის უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, უჭირს გადაადგილება და საუბარი.

“ბუნებრივია, შიმშილობის ყოველი ახალი დღე ფიზიკური ძალების დასუსტებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მისი მორალური მხნეობა აძლევს მას შესაბამის ენერგიას, განწყობას საიმისოდ, რომ ადვოკატებს უშუალოდ შეგვხვდეს. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, ბიძინა ივანიშვილის მორჩილი სასამართლო ამ დრომდე ვერ ბედავს ჩანიშნოს სასამართლო განხილვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადად, პირდაპირ არ მიეცეს ქართველი ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს,ის დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების გამო, ექიმების კონსილიუმის შეკრება დღეს იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button