მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს საქართველოში

ხვალ, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება

პირველად დადებენ ფიცს სვანეთში. შემდეგი ლოკაციაა აჭარა, ასევე ღონისძიება გაიმართება ფარავნის ტბასთან. კახეთში ფიცის დადების ცერემონია ნეკრესთან, მცხეთაში კი ჯვარზე გაიმართება, რის შემდეგაც 250 რეკრუტი შევა საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.

ხვალ ასევე გენერალ გიორგი კვინიტაძეს სამების ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებს დაასრულებს გალა-კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში, საიდანაც იქნება პირდაპირი ტრანსლაცია.

საქართველოში დამოკიდებლობის დღის ღონისძიებას ხვალ, 26 მაისს პოლონეთი პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა დაესწრება. ის საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button