მნიშვნელოვანისაქართველო

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მარტვილში ჩავიდა [Audio]

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია ამავე ეპარქიის ყოფილ მღვდელმთავარს, პეტრე ცაავას მარტვილის რეზიდენციაში ხვდება.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ეპარქიაში თავის მხარდამჭერ სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად იმყოფება.

“ყველას ვურჩევდი, ბერი უნდა იყოს მონასტერში”- ასე უპასუხა ახალმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რას ურჩევდა ის პეტრე ცაავას. კითხვაზე, სურდა თუ არა მას ჭყონდიდის მიტროპოლიტობა, მეუფე გრიგოლმა უპასუხა, რომ ის სოხუმისთვის, აფხაზეთისთვის ემზადება. სინოდის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ პეტრე ცაავას ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მისცეს გაფრთხილება და სთხოვდნენ, რომ მას პატრიარქისთვის შენდობა ეთხოვა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა. მეუფე გრიგოლი ეპარქიის მმართველობას დღეს გადაიბარებს.

მეუფე, გრიგოლ კაციას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button