ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს
სალხინოს მამათა მონასტერში, 25 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ინციდენტში დაზარალებულ მამა ანანიას თქმით, მას არ სურს დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემა და
მისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.
მამა ანანია, გუშინ,25 აპრილს, მარტვილის პოლიციაში გამოიკითხა. დღეს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა , რომლის დასკვნითაც მას თავის არეში გარეგანი დაზიანება აღენიშნება.
მამაოს ამ დრომდე თავის ტკივილები აწუხებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
გამოძიებას დამნაშავე პირი ამ დრომდე არ დაუკავებია.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ,25 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე სალხინოს მამათა მონასტერში მოხდა, სადაც წირვა-ლოცვა მეუფე სტეფანემ აღავლინა. ტაძრის ეზოში მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილი და განყენებული სასულიერო პირები თავიანთ მომლოცველებთან ერთად იმყოფებოდნენ.
განყენებული მამაოების და მრევლის გაღიზიანება, ტაძრის ეზოში ადგილობრივი მკვიდრის, რუსეთში მოღვაწე ბისნესმენის, კლიმენტი კაკუტიას გამოჩენამ გამოიწვია.
უფრო ადრე, მეუფე სტეფანემ საქართველოს მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ ბზობის დღესასწაულზე სალხინოს მონასტერში ჩასულიყვნენ.