კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება აივნის მოაჯირის ჩამონგრევას, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

მარტვილის კლინიკაში ექვსი ადამიანი რჩება. მათგან ერთს, დამატებითი გამოკვლევებისთვის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანენ. დანარჩენს ხუთს უკვე ჩაუტარდა ყველა აცილებელი გამოკვლევა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, მრევლს და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავებულები არიან მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები.

მარტვილის მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს “ღვთისმოქმედებაში მონაწილეობა” აუკრძალა დაუმორჩილებლობის გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button