მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭყონდიდის ეპარქიის 2 სასულიერო პირს შესაძლოა მეუფისგან სასჯელი დაეკისროს

დღეს აბაშის საკათედრო ტაძარში,საკვირაო წირვაში მონაწილეობა ორმა სასულიერო პირმა: დიაკვანმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა არ მიიღეს,ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განაცხადა.

მეუფის თქმით, ახალხელდასმულ მიტროპოლიტს ჰქონდა საუბარი სასულიერო პირებთან.
მამა პეტრე ღუდუშაურმა მას უთხრა,რომ მეუფე პეტრეს ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებს, ხოლო მამა კანსტანტინე გაბისონიას კონფლიქტი აქვს სხვა სასულიერო პირთან და მასთან ერთად საღმრთო ლიტურგიას არ დაესწრება.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ორივე სასულიერო პირს ერთ კვირიანი ვადა მისცა.

იმ შემთხვევაში, თუ ორივე სასულიერო პირი მომდევნო კვირას წირვა-ლოცვაში მონაწილობას არ მიიღებს, შესაძლოა სასჯელი დააკისროს.

ცნობისთვის, მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გამოსცა და ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელშიც ვკითხულობთ:

“სამღვდელმთავრო მსახურების სათანადო აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში.
ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე”.

მსგავსი პოსტები

Back to top button