მნიშვნელოვანისიახლეები
ჭყონდიდის ეპარქიის ინციდენტზე გამოძიების კითხვებს “მთავარის”ოპერატორმაც უპასუხა
მარტვილის პოლიციაში უკვე დაიკითხა “მთავარის” ოპერატორი ზვიად აბლოთია, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიებას აინტერესებდა თუ ვისი მხრიდან იყო პროვოცირება:
“გამოძიებას დღეს აინტერესებდა გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვისი მხრიდან იყო პროვოცირება. მამაოების მხრიდან მოდიოდა ეს დაპირისპირება თუ ჩვენ ვცდილობდით ჟურნალისტები და ოპერატორები შიგნით შეღწევას. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ჩვენს კუთვნილ ადგილას ვიდექით. ხოლო, როდესაც მამაოებმა კარი გააღეს, იქიდან გამოსულმა მამაოებმა მოგვიყოლიეს, ვერ დავეტიეთ და გადავვარდით მესამე სართულიდან.”- განაცხადა ზვიად აბლოთიამ.
ზვიად აბლოთია რამდენიმე დაშავებულებს შორის ერთ-ერთი იყო,რომელიც გუშინ ეპარქიის რეზიდენციის მოაჯირის მორღვევის დროს მეორე სართულიდან გადმოვარდა.