მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭყონდიდში წირვის ჩატარება დღეს მეუფე სტეფანეს დანიშნულმა სამღვდელოებამ შეძლო

მარტვილის ეპარქიაში სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, წირვას მეუფე სტეფანეს მიერ დანიშნული სასულიერო პირები ატარებენ.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 აპრილს, ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა მამა დანიელმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ტაძარში არ შეუშვეს და ტაძრის კარები დაუკეტეს.

ამ ფაქტს ტაძრის ეზოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სიტყვიერი დაპირისპირება მიტროპოლიტსა და დაპირისპირებულ სასულიერო პირებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე რამდენიმე წუთს გაგრძელდა. რა დროსაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, რომელსაც განმარტებებს სთხოვდნენ, სასულიერო პირებს ისევ გალობით პასუხობდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button