მოზაიკამსოფლიოსიახლეები

ტეხასი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტეხასი ანომალიური ამინდებისა და ძლიერი ყინვის გამო სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბაიდენის განცხადებით, ფედერალური ბიუჯეტიდან ტეხასის შტატი ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

თებერვლის დასაწყიში, აშშ-ის რამდენიმე შტატში ანომალიური ამინდები დაფიქსირდა. ყინვის, ძლიერი ქარისა და შტორმის გამო სამ მილიონამდე ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პრობლემები იყო ელექტროენერგიის მიწოდებაზე ტეხასშიც. კომუნალური სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა იყო ერთადერთი გზა სისტემის დაზიანებისგან გადასარჩენად.

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტემპერატურის მსგავსი ვარდნა ბოლოს 1970 წელს დაფიქსირდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ანომალურმა ყინვებმა ტეხასში სავაჭრო კრიზისი გამოიწვია. სავაჭრო ობიექტების დახურვის გამო, მფლობელები იძულებულნი არიან ვადაგასული პროდუქცია გადაყარონ. ამ ფონზე ისინი საკვები პროდუქტების ახალი პარტიის მიღებას ვერ ახერხებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button