მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველოსიახლეები

ტელეკომპანია “ფორმულა” იუბილარია

ტელეკომპანია “ფორმულა” 1 წლისაა.

მედიაჰოლდინგი ჰერეთი ულოცავს პარტიორებს იუბილეს და ბევრ საინტერესო პროდუქტს, მაღალ რეიტინგს უსურვებს!

საღამოს 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ახალი ამბების წამყვანებმა მაყურებელს ამცნეს, რომ ტელეკომპანია “ფორმულა” მსოფლიო ბიზნეს სატელევიზიო გიგანტის Bloomberg- ის მედიაპარტნიორი გახდა. არხი ბლუმბერგისთვის მასალებს საქართველოდან მოამზადებს, ამასთანავე იგეგმება ერთობლივი პროექტებიც.

“ფორმულამ” 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო ოფიციალური მაუწყებლობა და ის “ფორმულა კრეატივის” გუნდმა შექმნა.

“ფორმულა” მაყურებელს დედაქალაქიდან და საქართველოს რეგიონებიდან ყოველდღიურ ოპერატიულ და კრიტიკულ საინფორმაციო გამოშვებებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს, გასართობ და შემეცნებითი ხასიაათის გადაცემებს, პოპულარულ ფილმებს, ხარისხიან ქართულ და უცხოურ ტელესერიალებს სთავაზობს.

მედიაჰოლდინგმა ჰერეთმა, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო ტელეკომპანია “ფორმულას” რამდენიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკშოუს ტრანსლირება.

ყოველდღე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით დღის 17:45-18:30 და 21:00-22:30 დროის მონაკვეთში  „ფორმულას“ სატელევიზიო პროექტები: „ვის ირჩევს საქართველო”,„სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა”,„გიორგი თარგამაძის ფორმულა“, ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას „პოლიტმეტრი“ პირდაპირი ეთერის რეჟიმით რადიოფორმატშიც – რადიო თბილისის FM93.5ეთერშიც გადის.

კვირაობით 20:00 საათზე რადიოეთერშიც გადის არხის ყველაზე რეიტინგული ანალიტიკური ტელე-ჟურნალი “დროება”, რომელსაც გიორგი თარგამაძე უძღვება.

“ფორმულა კრეატივი” ცნობილია მისი ერთ-ერთი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელსაც “ფორმულა-კრეატივი” წარსულში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით იღებდა, ახლა კი ფორმულას ეთერში გადის.

ამჟამად ტელეარხი კიდევ ერთ პოპულარულ ქართულ სერიალს “თესეას” აწარმოებს, რომლის მეორე სეზონიც მალე დაიწყება.

წარსულში “ფორმულა კრეატივის” გუნდს ეკუთვნის ფილმები “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”, “ტაქსი”, “ჭამა და სექსი”, ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button