ტელეკომპანია თრიალეთი იყიდება

ტელეკომპანია თრიალეთი იყიდება. კომპანიის 90 პროცენტი გასაყიდად ბადრი და ჯონდო ნანეტაშვილებმა და ნინო გაგნიძემ გამოიტანეს.
ბადრი ნანეტაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის 90 პროცენტი დღეიდან იყიდება და ელოდებიან დაინტერესებული პირების მხრიდან შეთავაზებებს – ინფორმაციას ინტერნეტ გვერდი Media.Ge ავრცელებს.
რუსთავი 2-მა კი ბადრი ნანეტაშვილის კომენტარი გაავრცელა. კითხვაზე, რატომ იყიდება თრიალეთი ნანეტაშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებს.
ბადრი ნანიტაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ ტელევიზიის გაყიდვა ზეწოლას უკავშირდებოდეს.
ნანეტაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტელეკომპანია თრიალეთი მაუწყებლობას განაგრძობს.