ტელეწამყვანმა ტრამპს თმა აუჩეჩა [video]

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, NBC-ს ტელეარხზე, იუმორისტულ გადაცემა The Tonight Show-ში მიიღო მონაწილეობა.

იუმორისტულ ტელეპროგრამაში წამყვანმა – ჯიმი ფალონმა და დონალდ ტრამპმა სერიოზული საკითხები განიხილეს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაც. გადაცემის ბოლოს ფალონმა ტრამპს ჰკითხა, სანამ პრეზიდენტად მოგვევლინებით, შეიძლება თუ არა რაიმე სისულელე ჩავიდინოო? მაგალითად თქვენი თმის აჩეჩვა მსურსო. ტრამპი დაიბნა, მაგრამ რამდენიმე წამში დათანხმდა.

“კეთილი. ერთ საათში ნიუ-ჰემპშირში ადამიანები მელოდებიან, იმედია, გამიგებენ”, – ღიმილით დასძინა ტრამპმა.

ნებართვის გაცემის შემდეგ ფალონმა, დამსწრეთა გამამხნევები სტვენისა და აპლოდისმენტების თანხლებით, ტრამპს საყოველთაოდ ცნობილი ვარცხნილობა აუჩეჩა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 8 ნოემბერსაა დაგეგმილი. ამჟამად ტრამპი ამომრჩეველთა შორის პოპულარობაში გაუთანაბრდა თავის მეტოქეს – აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონს.

მსგავსი პოსტები

Back to top button