,,ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ უნდათ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი საარჩევნო პირობები შექმნან,,-პაპუაშვილი უკრაინაში ომის ამსახველ ბანერებზე
ეს არის თვითნებობა, ეს არის კანონის დარღვევა, რომელსაც სამი ტელევიზია სჩადის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ლაგოდეხში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი “ჰერეთობის” დღესასწაულზე იმყოფებოდა, სადაც ის ტელრკომპანია მთავარის, ტვ პირველისა და ფორმულას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი აზრით, ტელევიზები, რომლებიც უარს აცხადებენ “ქართული ოცნების”მიერ ქუჩებში გამოკრული უკრაინაში ომის ამსახველი ბანერების ეთერში განთავსებაზე, კანონის ფარგლებიდან გადიან.
პაპუაშვილის თქმით, ამ საკითხზე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკსის განცხადებაც იმის დასტურია, რომ არჩევნებში საგარეო ჩარევას მავნე შედეგი აქვს.
„ ცალსახაა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ უნდათ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი საარჩევნო პირობები შექმნან. ამავე დროს, სამწუხაროა და ჩვენ ვნახეთ, როგორც ტელევიზიების, ისევე არასამთავრობოების განცხადებაში, საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება. ეს იმის დასტურია, რომ არჩევნებში საგარეო ჩარევას მავნე შედეგი აქვს. კერძოდ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა, მათ შორის გამოიწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ამის გამართლება. ამიტომ, როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია, ასევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში.
ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მათ პარტიულობის პირდაპირი დასტური, ვინაიდან, ისინი ამას არათუ დარღვევას ისე ასახავენ, არამედ ახალისებენ და იწონებენ ამ დარღვევას. ეს ის NGO-ები არიან, რომლებმაც 2020 წლის 4 ნოემბერს ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ, საია-ს, „გამჭვირვალობას“, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს. ყალბი დასკვნა, რომელშიც ისინი პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ ისე, თითქოს არჩევნების შედეგები გვიან გამოქვეყნდა. თითქოს უბნების 8%-ში დისბალანსი იყო. აი, ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე ოპოზიციას რევოლუციურ სცენარის განვითარებისთვის საბაბი მისცეს. ახლაც ვხედავთ, თუ საით მიდიან ეს NGO-ები. არის მოლოდინი არის, რომ 26 ოქტომბერს, დღის ბოლოს ან 27 ოქტომბერს იგივე სიყალბე იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა
პარლამენტის თავმჯდომარე,
აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდსაც გამოეხმაურა.
” ამ „ქარდებით“ საელჩო თავად გახდა. დეზინფორმაციის გამავრცელებელი – სამივე „ქარდი“ დეზინფორმაციული ან მანიპულაციური ხასიათის იყო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით, რომელიც ამავე დროს იყო დეზინფორმაციული და ტყუილი. რამდენი ქარდიც გამოქვეყნდა, თითოეული იყო დეზინფორმაცია და მანიპულაცია. აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი. ჩვენ ინგლისურად კი გვქვია ნჯორჯია, მაგრამ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია – ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა.
რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, ვერავინ ვერ ნახა მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიების მტკიცებულება, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ არ მიეცათ დაცვის უფლება. არცერთი რაიმე ფაქტი ან პრეტენზია, თუკი აქვს აშშ-ს, გასაჯაროებული არ იქნა. ამიტომ, ეს იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
რაც შეეხება გადაწყვეტილებებს აშშ-ში, ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო – საქართველო, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონმდებლობით და საქართველოში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია. ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების მხრივ. თუკი აქვთ რაიმე პრეტენზია, მტკიცებულება საქართველოს რომელიმე მოქალაქესთან დაკავშირებით, ეს უნდა წარმოადგინონ”
შეგახსენებთ, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი პირის მიმართ.
გარდა ამისა, ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას და ქვეყანაში გატარებულ პოლიტიკას, აშშ- საელჩო, ბოლო დღეების განმავლობაში ქარდებით ეხმაურება.