მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სანავარდოში, ავარიას სკუტერის მძღოლი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და სკუტერი შეეჯახნენ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სკუტერის მძღოლი, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.