მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ენმ-ის მოწვეული დამკვირვებლები, ქვეყანაში არ შემოუშვეს

უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახური“ ფრაქციის წევრი, პარლამენტარი ელიზავეტა იასკო, აცხადებს, რომ საქართველომ, ქვეყანაში შესვლაზე, ბოლო მომენტში უთხრა უარი 30 კაციან დეპუტატათა ჯგუფს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით, საქართველოში ჩასვლას 30 ოქტომბერს გეგმავდა.

„დღეს საღამოს საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ნებართვა უკრაინიდან თვითმფრინავის მიღებაზე. ასეთი გადაწყვეტილება წუხილს იწვევს, ვინაიდან საარჩევნო პროცედურის გამჭვირვალეობა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ამ გამჭვირვალეობას და შედეგს, არჩევნებისადმი ნდობას, მათ შორის დამკვირვებლებიც უზრუნველყოფენ“, – უთხრა პასკომ „ევროპეისკაია პრავდას“.

უკრაინელმა დეპუტატმა დასძინა, რომ უკრაინა ითანამშრომლებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პარლამენტთან იმისდა მიუხედავად, თუ როგორი კონფიგურაცია ექნება მომავალ უმრავლესობას და რა გვარისა იქნება პრემიერ-მინისტრი.

არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button