კრიმინალი

წეროვანში სამრეწველო – ეკონომიკური ზონა მოეწყობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ, სოფელ წეროვანში მდებარე 232635.00 კვ.მ. ფართობს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და სამრეწველო – ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

აღნიშნული სტატუსი ტერიტორიას საერთაშორისო სტანდარტების ,,ბ’’ კატეგორიის ლოჯისტიკური პარკის მშენებლობის ხელშეწყობისთვის მიენიჭა.

პროექტის თანახმად, რომელსაც შპს ,,თუში ქოლექშენი“ განახორციელებს, ლოჯისტიკური პარკი 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა.

პროექტი მოიცავს 6 სასაწყობე შენობას, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ინფრასტრუქტურა საოფისე სივრცეებისა და სასტუმროსთვის, ასევე ავტოსადგურებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button