რეგიონისაქართველოსიახლეები

ტექინსპექტირება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიდო

იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ტექნისპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში უწევდათ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ 60 კალენდარული დღე ექნებათ.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2017 წელს მიღებულ დადგენილებაში შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, ეს ეხება როგორც პირველად, ასევე განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებას.

“იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი), რომლის ვადა შეჩერდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება აღნიშნულ 60 კალენდარული დღის ვადაში იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან,“ – ნათქვამია დადგენილებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button