ტექინსპექტირება / ტოკ-შოუ 15.11.2024
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
გაამართლა თუ არა ტექინსპექტირების ვალდებულებამ საქართველოში? რამდენად სრულყოფილად მოწმდება სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობა და გააჯანსაღა თუ არა წლების წინ დანერგილმა რეფორმამ ქვეყნის ავტოპარკი? რა ხარვეზებს ხედავენ მძღოლები, ანალიტიკოსები და ოპოზიციონერები ტექინსპექტირების პროცესში, რა რისკებს ხედავენ ისინი ხილული ექსპერტიზის მიღმა და რას პასუხობს მათ შენიშვნებსა და ეჭვებს ხელისუფლება? -„სატრანსპორტო ლაბირინთის“ დღევანდელი გამოშვების რესპონდენტები და სტუდიის სტუმრები ამ და, ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხების გაცემას შეეცდებიან.
პირველი სტუმარი: ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავა
მეორე სტუმარი: პარტია ,,გირჩის“ ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი
👉მოუსმნეთ გადაცემას, რომლის წამყვანია ჟურნალისტი ნატო მეგუთნიშვილი👇
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი„ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.