მნიშვნელოვანისიახლეები

ტექინსპექტირების გაუვლელობასთან დაკავშირებული ჯარიმები იზრდება

მძღოლი რომელიც ტექინსპექტირებას არ გაივლის, 50 ლარით დაჯარიმდება, ახალი ინიციატივით პირველადი ჯარიმა იგივე რჩება, მაგრამ თუ 30 დღეში პრობლემას არ აღმოფხვრის, ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება და ყოველი განმეორებითი დარღვევა 500 ლარით განისაზღვრება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, დღეს უნდა დაინიცირდეს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას და გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანას.

“კანონპროექტი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა შემუშავებული, მიზნად ისახავს ტექინსპექტირების გაუვლელობისთვისგანმეორებითობის შემთხვევაში დამატებითი ჯარიმის შემოღებას. პირველადი ჯარიმის ოდენობა არ გაიზრდება, შენარჩუნდება 50 ლარი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი 30 დღის განმავლობაში არ აღმოფხვრის პრობლემას, ჯარიმა გაიზრდება 150 ლარამდე ფიზიკური პირებისთვის, ხოლო მესამე დაჯარიმება ფიზიკური პირებისთვის და ყოველი შემდგომი დაჯარიმება უკვე განისაზღვრება კანონპროექტით 500 ლარის ოდენობით,” – განაცხადა ბითაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button