მსოფლიოსიახლეები

ტერაქტი ბურკინა-ფასოში

ბურკინა-ფასოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზარში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომატური ცეცლსასროლი იარაღიდან ათეულობით ადამიანი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად, 30-მდე ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივთა თქმით, თავდამსხმელი სროლის მომენტში მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ქაოტურად შეკრებილ ადამიანთა მიმართულებით, დამიზნებითი სროლა დაიწყო. პოლიციის თქმით, მკვლელი ჯიჰადისტური ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. პარასკევს სწორედ ამავე დაჯგუფების წევრებმა მოაწყვეს თავდასხმა სავაჭრო მანქანების კოლონაზე მალის საზღვართან, რა დროსაც 15 ადამიანი გარდაიცვალა.

მთავრობა ტერორისტულ შეტევაზე სრულ პასუხისმგებლობას ალ-ქაიდას აკისრებს. ბურკინა-ფასოში ძალზე ხშირია მსგავსი შემთხვევები, რომლის დროსაც საჯარო დაწესებულებებში მასობრივი თავდასხმების ინციდენტების გამო, 300 000-მდე ბავშვი სისტემატურად ტოვებს სასწავლებელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button