მსოფლიოსიახლეები

ტერაქტი გიზას პირამიდებთან

ეგვიპტის დედაქალაქში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა – ტერორისტებმა აფეთქება კაიროს მთავარ ღირშესანიშნაობასთან მოაწყვეს. გიზას პირამიდების სიახლოვეს მათ ტურისტებით სავსე ავტობუსი ააფეთქეს.

თავდასხმას 3 ვიეტნამელი ტურისტი და მათი ეგვიპტელი გიდი ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი, მძიმედ დაშავდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელნაკეთი ბომბი გზაზე იყო დამონტაჟებული. ის ტურისტული ავტობუსის გამოჩენისთანავე დისტანციურად აამოქმედეს.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აფეთქება პირადმიდებიდან 4 კილომეტრში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დაზიანებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button