მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ტერაქტი ქაშმირში, ინდოეთი პაკისტანის იზოლაციას გეგმავს
14 თებერვალს თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი ინდოეთის არმიის ჯარისკაცების ავტობუსებთან ააფეთქა. ტერაქტის შედეგად 46 ჯარისკაცი დაიღუპა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში ბაზირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, „ჯაიშ-ე-მოჰამად“-მა აიღო. ინდოეთი პაკისტანს აღნიშნული დაჯგუფებისთვის მატერიალური დამხარების აღმოჩენაში ადანაშაულებს და პაკისტანის სრულ იზოლაციას გეგმავს. ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან პაკისტანის კავშირების გასაწყვეტად, ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს გადადგამენ.
ქაშმირში მომხდარი ტერორისტული აქტის საქმეზე, ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა ხუთი ადამიანი დააკავეს.