ნიგერიაში ორმაგი ტერაქტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა[Video]

6 ივლისს, ნიგერიის ქალაქ ჯოსში, ორი აფეთქება მოხდა. გამოცემა „Time”-ის მონაცემებით, ორმაგი ტერაქტის შედეგად, 44 ადამიანი დაიღუპა, 67 დაიჭრა.

პირველი აფეთქება მეჩეთში მოხდა, სადაც ადგილობრივი მოძღვარი მოსახლეობას მშვიდობისკენ მოუწოდებდა. მეორე – რესტორან Shagalinku-ში, რომელსაც ქალაქის ელიტა სტუმრობდა.

„Time” აღნიშნავს, რომ ქალაქი ჯოსი ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი, ვინაიდან ნიგერიის ქრისტიანული სამხრეთისა და მუსულმანური ჩრდილოეთის გადაკვეთას წარმოადგენს.

5 ივლისს, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პოტისკუმში შაჰიდმა ქალმა, ევანგელისტურ ეკლესიაში, ლიტურგიის მსვლელობის დროს, თავი აიფეთქა.

გასული კვირის განმავლობაში, ნიგერიაში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, 200-მდე ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის ორგანიზებაში, ტერორისტულ-ისლამურ დაჯგუფება – „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებს ადანაშაულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button