“ტერმინატორს” 25 წელი შეუსრულდა [Video]

ამერიკელმა მსახიობმა, ბოდიბილდერმა და პოლიტიკოსმა, არნოლდ შვარცენეგერმა საკულტო ფილმ “ტერმინატორი 2: განკითხვის დღე” 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოვარსკვლავის YouTube-ს ოფიციალურ გვერდზე რგოლი გამოაქვეყნა.
ჩანაწერში ტერმინატორის დაგრიმვის პროცესი, წარუმატებელი დუბლები და შვარცენეგერის საქციელი არაფორმალურ გარემოშია ასახული. რგოლმა დღე-ღამის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
“მადლობა მოგონებებისთვის” – მიაწერა ვიდეოს შვარცენეგერმა.