მნიშვნელოვანისიახლეები

ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონის სათაურსა და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, კანონში ქალისა და მამაკაცის თანასწორობა განმარტებული იქნება, როგორც ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

მუნიციპალურ ორგანოებსა და საკრებულოებში შენარჩუნდება საბჭოები, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ისაუბრა, რომელმაც მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისთვის, “გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები წარადგინა.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის “გენდერი“ ამოღება ხდება. ამასთან, პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული პროექტი პარლამენტსა და მუნიციპალურ ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების გაუქმებას ითვალისწინებს.

“თავდაპირველ რედაქციაში წარმოდგენილი იყო როგორც პარლამენტში, ასევე, საკრებულოებსა და მუნიციპალურ ორგანოებში საბჭოების გაუქმება.

მივიღეთ გადაწყვეტილება საკრებულოებსა და მერიებში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დატოვების შესახებ. ეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანოები იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა, რომლის თქმითვე, პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გახდება ცნობილი, თუ როგორ დაკორექტირდება ამ მხრივ კანონპროექტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button