ტერორისტები დედოფლის მოკვლას აპირებენ – Sunday
ბრიტანელი ჯიჰადისტები, „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ზე თავდასხმას ამზადებენ, – საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება ბრიტანული გამოცემა Mail on Sunday.
ტერორისტები ბომბის აფეთქებას, მომავალ შაბათს, ლონდონის ცენტრში, მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 70 წლისთავის აღმნიშვნელი საზეიმო ღონისძიების ჩატარების დროს გეგმავენ.
წყაროს ინფორმაციით, მუქარა მხოლოდ დედოფალს ეხება, თუმცა საშიშროება სამეფო ოჯახის წევრებსაც ემუქრებათ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტერორისტები, ბოსტონის 2013 წლის აფეთქების დროს გამოყენებული მოწყობილობის მსგავს – დისტანციური მართვის აპარატს გამოიყენებენ.
დედოფალი, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ უკვე გაფრთხილებულია, მაგრამ იგი ღონისძიებაზე დასწრებას მაინც აპირებს.
ლონდონის პოლიცია და კონტრდაზვერვის უსაფრთხოების სამასახური MI5 (Military Intelligence, Section 5) ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ჯიჰადისტების გეგმები ჩაშალოს.