ტერორისტებმა პალმირას ზედმახედველი სიკვდილით დასაჯეს

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა, სირიული პალმირას ანტიკური კომპლექსის მთავარი მეთვალყურე, 82 წლის არქეოლოგი – ჰალიდ ასაადი სიკვდილით დასაჯეს, – გადმოსცემს Reuters.

პროფესორი ასაადი, 50 წლის მანძილზე, პალმირას ზედამხედველად მუშაობდა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო.

18 აგვისტოს, ანტიკური ნანგრევების მოედანზე, ტერორისტების მწყობრის წინ, ასაადს თავი მოჰკვეთეს, მისი ტანი კი ერთ-ერთ სვეტზე მიაბეს. პროფესორი, ერთი თვის განმავლობაში, ჯიჰადისტების ტყვეობაში იმყოფებოდა, სადაც მას არაადამიანურად აწამებდნენ.

შეგახსენებთ: „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა, მაისის მიწურულს, სირიაში უძველესი ქალაქი პალმირა დაიკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button