მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ბოლო მონაცემებით, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე მდებარე ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა – ამის შესახებ ისრაელის მედია და ოფიციალური პირები იუწყებიან.

სამხედროების ცნობით, ყველა დაღუპული 10-დან 20 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ განახორციელა, ხოლო რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც მოზარდები იმ დროს ფეხბურთს თამაშობდნენ.
ოფიციალური თელავივის განცხადებით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 30 ჭურვი ისროლეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თქვა, რომ ჰეზბოლამ “გადალახა ყველა წითელი ხაზი” და უახლოვდება “სრულმასშტაბიან ომს”.

პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუ, კი თქვა, რომ „ჰეზბოლას“ ამ ქმედებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება.

ჩრდილოეთ ისრაელი და გოლანის მაღლობი ბოლო დროს რეგულარულად იბომბება ლიბანის რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას მიერ“. თუმცა მან განაცხადა, რომ არ მონაწილეობდა მაჯდალ შამსის დაბომბვაში.

თუმცა ჰეზბოლა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.მედიის ცნობით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

„არანაირი კავშირი არ გვაქვს მომხდართან და კატეგორიულად უარვყოფთ მცდარ ბრალდებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰეზბოლა ცრუობს.

„ჰეზბოლა უარყოფს მომხდარზე პასუხისმგებლობას. ჩვენი დაზვერვა ნათლად აჩვენებს, რომ ჰეზბოლა არის პასუხისმგებელი უდანაშაულო ბავშვების სიკვდილზე“, – ამბობს ჰაგარი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურებ და აღნიშნავს, რომ მომხდარი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება უნდა მოხდეს.

“მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია!” – წერს ბორელი X-ზე.

ისრაელის პრემიერმინისტრიბენიამმინ ნეთანიაჰუ გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურებ და აღნიშნავს, რომ “ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია”.

ნეთანიაჰუს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის ჰეზბოლას მიერ უდანაშაულო ბავშვებისა და ხალხის მკველობის გამო შეშფოთებულია.

“პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ ნათლად განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, გაატაროს მომაკვდინებელი თავდასხმები და ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რაც აქამდე არ გადაუხდია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კატეგორიულად დაგმო სარაკეტო თავდასხმა ქალაქ მაჯდალ შამსზე ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, სადაც ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, უმეტესობა ბავშვები და მოზარდები.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო “საშინელი თავდასხმა” და ნათქვამია, რომ აშშ მზადაა დაიცვას ისრაელი და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

თუმცა, განცხადებაში, პირდაპირ არ არის დადანაშაულებული ლიბანის რადიკალური ჯგუფი „ჰეზბოლა“. სწორედ მას ადანაშაულებს ისრაელი თავდასხმაში, რასაც თავად „ჰეზბოლა“ უარყოფს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, სააგენტო AP-ს ანონომურად განუცხადეს, რომ მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ თავდასხმა ჰეზბოლამ განახორციელა, თუმცა გაურკვეველია, დრუზების დასახლებას ცეცხლი განზრახ გაუხსნეს თუ შეცდომით.

რაკეტა ფეხბურთის მოედანს მოხვდა, სადაც იმ დროს 20 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობდნენ. კვირას მაჯდალ შამსში დაღუპულთა პანაშვიდები იმართება.

მაჯდალ შამსი, გოლანის მაღლობის უმაღლესი წერტილია და ის ძირითადად დრუზებით არის დასახლებული. ხოლო თავად გოლანის მაღლობი 1967 წლიდან ისრაელის კონტროლის ქვეშაა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს ანექსიას და დე იურედ მაღლობის სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.

ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება გაუარესდა გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების წევრები გასული წლის 7 ოქტომბერს შეიჭრნენ ქვეყნის სამხრეთში და მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი. 250-მდე მძევლად აიყვანეს. პასუხად ისრაელის არმიამ მასიური საჰაერო დარტყმები და სახმელეთო შეტევები წამოიწყო. ჰამასთან დაკავშირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სექტორში დაიღუპა დაახლოებით 39 000 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად აღიარა გოლანი ისრაელის ტერიტორიად. გოლანის მაღლობზე მცხოვრები დრუზების დაახლოებით 20%-ს ისრაელის მოქალაქეობა აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button