მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ტერორიზმის ბრალდებით პანკისში ახალგაზრდები დააკავეს

გამთენიისას, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ხუთი ადგილობრივი დააკავეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ორი დაკავებული, პანკისის ხეობის სოფელ დუისის, ხოლო სამი სოფელ ქორეთის მცხოვრებია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხუთივე პირი აყვანა, დღეს, დაახლოებით დილის 6 საათისათვის მოხდა და დაკავებულები ოც წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

ორი დაკავებული, გვარად მაჩალიკაშვილია.

ვარაუდობენ, რომ მათი დაკავება,გარკვეული ხასიათის სატელეფონო საუბრებს უკავშირდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ახალგაზრდების დაკავება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

ჰერეთის ინფორმაცით, ახალგაზრდების საცხოვრებელი სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის.

ახალგაზრდები ტერორიზმის ბრალდებით არიან დაკავებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button