მნიშვნელოვანირეგიონი

ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულის პროცესზე დაზარალებული პირების მოწმის სტატუსით დაკითხვა გრძელდება

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესზე დაზარალებული პირების მოწმის სტატუსით დაკითხვა გრძელდება.

საქმეზე ყოფილი მძევალი ლაშა შენგელია დაიკითხა.

იგი თავდასხმელმა სამ პირთან ერთად კირცხის ტყეში ჩამოსვა.

მან დეტალურად გაიხსენა ის მარშუტი, რომელიც ავტომობილით შეიარაღებულმა პირმა მათთან ერთად გაიარა.

შენგელია ამბობს, თეთრი ჰაილუქსის მარკის ავტომობილით მათ წალენჯიხის, მარტვილისა და ჩხოროწყუს სოფლები გაიარეს.

” კირცხის ტყეში სანამ ჩამოგვსვავდა ტელეფონები დაგვატოვებინა მიტოვებულ შენობაში.

მანამდე სოფელ სქურში შეამჩნია, რომ ორი მანქანა მოგვყვებოდა, გაისროლა და სამხარეო პოლიციის უფროსს ავთო გალდავას დაარეკინა მათთან, რომ აღარ გამოგვყოლოდნენ.

ტყეში მან ე.წ. კოვრიკები წყალში გამოავლო, გარეცხა სკამი, სადაც იჯდა და გვითხრა, ფულს დაგიტოვებთ ბიჭებოო.

ჩვენ უარი ვითხარით. მერე გვითხრა წადით და უკან არ მოიხედოთო. თვითონ კი იქ დარჩა”,- თქვა შენგელიამ.

მოწმის სახით ასევე დაიკითხა დაზარალებული ცირა მორგოშია,რომელმაც თქვა, რომ თავდასხმის დროს ბანკში იმყოფებოდა,ხოლო ბავშვი გარეთ სკეიტ პარკში ყავდა დატოვებული.

“ვთხოვე ბავშვის გამო დარეკვა,რის პასუხად ავტომატი შუბლზე მომადო.

ცდილობდა ბანკში იმდენი ადამიანი დაეტოვებინა,რამდენსაც თვითონ გასწვდებოდა და გააკონტროლებდა.

ითხოვდა ბანკის მენეჯერის მოყვანას და გავლენიან პირთან დაკავშირებას. 6 საათამდე იყო ფულის მოტანის დრო. შეიარაღებული იყო ავტომატით და ხელყუმბარით”,-თქვა მან.

დღეს სასამართლო პროცესზე რვა მოწმის დაკითხვა იგეგმება.

ესებუა 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

დღეს სასამართლო კიდევ რამდენიმე მოწმეს მოუსმენს

მსგავსი პოსტები

Back to top button