ტერორიზმში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში მობილიზებული იყო პოლიცია. მედიას სასამართლო დარბაზამდე მისვლის შესაძლებლობაც არ მიეცა.

დერეფანი გამყოფი ლენტით იყო გადაკეტილი. დაკავებულს ბრალი, ორი მუხლით აქვს წაყენებული. როგოც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა განაცხადა, დაკავებულს ბრალი ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ტარებასა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ედება.

მსგავსი პოსტები

Back to top button