Tesla-მ Model S-ის საბავშვო კლონი გამოუშვა [Photo/Video]

კომპანია Tesla-მ Radio Flyer-თან პარტნიორობით ელექტრომობილ Model S-ის მინი-ასლი გამოუშვა, რომელიც 2-დან 8 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, – გვაცნობებს Bloomberg-ი.
ახალი მოდელი აკუმულატორზე მუშაობს, აღჭურვილია MP3-სისტემითა და LED-განათებით.

მანქანის სიგრძე 1,3 მეტრს შედაგენს, ხოლო სიგანე – 72 სანტიმეტრს.

მინი-Tesla საათში 10 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. მისი ფასი 500 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ Tesla ამერიკული საავტომობილო კომპანიაა, რომელიც ელექტრომობილების წარმოებითაა დაკავებული. საწარმოს დამფუძნებელი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკია.

dc17d20842d11e43de65e9e597bac3fa

მსგავსი პოსტები

Back to top button