მსოფლიოსიახლეები

Tesla უკვე Toyota-ზე, Disney-სა და Coca-cola-ზე მეტი ღირს

ილონ მასკის ელექტრო მანქანების ბიზნესის ღირებულება თითქმის ყველა კომპანიას აღემატება. მათ შორის არის რამდენიმე საკულტო ამერიკული კომპანიაც.

CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, Tesla-ს საბაზრო კაპიტალი თითქმის 210 მილიარდი დოლარია. ამის შედეგად, მასკის კომპანია ავტოინდუსტრიაში ყველაზე ძვირადღირებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ფირმის ღირებულება Toyota-საც კი აღემატება.

Tesla-მ საბაზრო კაპიტალში გადაასწრო Coca-cola-ს, Disney-ს, Cisco-ს, Merck-ს, Exxon Mobil-ს. აღსანიშნავია, რომ იმ სიაში, სადაც 500 ყველაზე მდიდარი კომპანიაა აღრიცხული, Tesla-ს მხოლოდ 19 კომპანია უსწრებს. მათ შორისაა: Microsoft, AT&T, Amazon და სხვა. აქვე უნდა ითქვას, რომ Tesla აღნიშნულ სიაში ოფიციალურად არაა აღრიცხული, რადგან როგორც ჩანს, კომპანია სხვადასხვა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button