თაღლითობის ბრალდებით მერიის 5 თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მერიის ხუთი თანამშრომელი აიყვანა. მათ ბრალად თაღლითობა ედებათ.
გამოძიების მტკიცებით, დადგინდა, რომ მერიის “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები, მათთან კავშირში მყოფი კერძო პირების სახელზე რეგისტრირებული ფირმების მეშვეობით, ახდენდნენ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებას.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირებისა და ახალი გარემოებების გამოვლენის მიზნით.