თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ქალი დააკავეს

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ქალბატონი დააკავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ. გამოძიების მტკიცებით, დაკავებული მოქალაქეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა და სანაცვლოდაც 7 ათასი დოლარი მოთხოვა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა თანხის ნაწილის აღების დროს დააკავეს. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.