მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად სახალხო მოძრაობა დააფუძნა

პარტია ,,კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა.

ჩარკვიანის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობაც.

“მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს. უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. მივცეთ მუშაობის საშუალება. არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა. ჩვენ უნიჭოები არ ვართ ქართველები, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა, რაზეც მთელი დასავლეთი საუბრობს”, – ამბობს ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლა დაანონსა.

მსგავსი პოსტები

Back to top button