კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს დღეს ექსპერტიზას ჩაუტარებენ

გამოძიების დაწყების შემდეგ, დღეს, პირველად, ექსპერტები თამარ ბაჩალიაშვილის დალუქულ ავტომობილს გახსნიან, რომელიც რუსთავის სამხარეო პოლიციის ეზოშია. ავტომობილის გახსნას დაეწრებიან ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები. ოჯახის ადვოკატის – მიხეილ რამიშვილი თქმით ექსპერტიზაზე შემოწმდება ავტომობილის შესაძლებლობები და აგრეთვე შეეცდებიან იმ მარშრუტის დადგენას, სადაც ავტომობილი გადაადგილდებოდა.

„იქნება ჰიუნდაის წარმომადგენელი, იქნება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ექსპერტი და რა კითხვებიც აქვს გამოძიებას და გვაქვს ჩვენ – ყველაფერს დეტალურად გავარკვევთ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც ცნობილია, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მალევე მასზე ძებნა გამოცხადდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით, ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, ძებნიდან 5 დღის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button