რეგიონისიახლეები

დევნის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

ზუგდიდში დევნის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

ზუგდიდში,26 თებერვალს ოქროს ბირჟის ძარცვის ფაქტზე დევნის ოპერაციის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები იმ პოლიციელების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ, რომლებიც დევნის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას.

“მე არ ვამართლებ ამას, ხომ გააკეთა ეს, მაგრამ არა გულში, არამედ სხეულის სხვა ნაწილში დაეჭრათ, რაც სიკვდილს არ გამოიწვევდა. სად გაიქცეოდა ეს დაჭრილი, გამინადგურეს ,-ამბობს გარდაცვლილის დედა მადონა ფიფია.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მის მოკვლას, (24 წლის ცაგო თუთბერიძე),თუნდაც 20 წელი პატიმრობა მიესაჯათ ჯობდა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მამაკაცის ცხედარი , გვიან ღამით გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ.

24 წლის ცაგო თუთბერიძე ზუგდიდში დედა და ძმასთან სოფელ ინგირის მეურნეობის კორპუსში ცხოვრობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button