მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ანაკლიაში, მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა

ანაკლიაში, მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და თავი ნათესავებს შეაფარა.

როგორც რადიო თბილისს ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დათა შელიამ განუცხადა, მიზეზი ზღვის ფსკერიდან ამოღებული ქვიშა და ამის გამო გაჩენილი ქვიშის ნისლია.

„ჯავშნებს აუქმებენ დამსვენებლებიც, ზიანდება საცხოვრებელი სახლები და მოსავალი. ხელისუფლება დაგვპირდა ქვიშიანი ტერიტორიის მიწით დაფარვას, თუმცა დაპირება არ შესრულდა”, – ამბობს ანაკლიელი ჟანა ცხადაია.

ანაკლიის მოსახლეობა აქციებით იმუქრება.

ცნობისთვის, მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო, ზღვის ფსკერის ჩაღრმავების მიზნით 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა ამოიღეს. ახლა ის დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზეა დასაწყობებული და იქვეა დაყრილი. ქარიანი ამინდის დროს კი, ზღვისპირა ანაკლიაში გაჩერება შეუძლებელია და მოსახლეობას სახლების იძულებით დატოვება უწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება 9 იანვარს გაწყვიტა. პორტის მშენებლობა ჩავარდა. კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი სარჩელი საერთაშრორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button