მნიშვნელოვანისაქართველო

თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკი შესაძლოა მემკვიდრეების მოთხოვნით წაიშალა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკის გვერდი შესაძლოა თავად ფეისბუქმა წაშალა, ან დეაქტივაცია გაუკეთა მემკვიდრეების ან დეპორტაციის საფუძველზე.

სპეციალისტები გვერდზე ჰაკერულ თავდასხმასაც არ გამორიცხავენ.

ფეისბუქის წესების თანახმად, ფეისბუკიდან ექაუნტი იშლება მაშინ, როცა მომხმარებლის, ანუ იუზერის (ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის) არჩეულმა “მემკვიდრე – ფრენდებმა”, თუ ფეისბუქზევე თავად მოითხოვეს ანგარიშის დეაქტივაცია.

გვერდის დეაქტივაცია ხდება მაშინაც,როცა გარკვეული პირების ჯგუფმა მოახდინა ანგარიშის დეპორტაცია.

სოციალური ქსელის წესების თანახმად, ქსელს აქვს გათვალისწინებული უბედური ან სხვა შემთხვევების დადგომა, ამიტომ მომხმარებელს შეუძლია წინსწრებით მონიშნოს სამი ე.წ მემკვიდრე, რომლებსაც მომავალში ანგარიშის განკარგვა შეეძლებათ.

მაგალითად, თუ ფეისბუქის გვერდის პატრონმა სამი ე.წ ფრენდი აირჩია “მემკვიდრედ”, მისი გარდაცვალების შემდეგ გვერდის გაუქმების გადაწყვეტილება სამივემ “ფრენდმა” უნდა დაადასტუროს ფეისბუკშივე. 

ქსელის წესების თანახმად, ფეისბუქი თავად არ შლის გვერდებს თუ კი ადამიანი გარდაიცვლება. მისი ანგარიში, ხსოვნის გვერდად გადაკეთდება ხოლმე, რომელიც განკუთვნილია მეგობრებისა და ახლობლებისათვის, მონატრება გამოხატონ და ფოტოების გამოყენებით გაიხსენონ გარდაცვლილი პირი.

თამარ ბაჩალიაშვილის გვრედი ამ დრომდე ხელმისაწვდომია ფეისბუკის კიდევ ერთ პლატფორმა – ინსტაგრამზე. 

თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში.

ოფიციალური ვერსიით, ბაჩალიაშვილის ავტომობილი მწყემსმა იპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button