თამარ ბარბარიანმა ბულგარეთში მესამე ადგილი დაიკავა [Photo]

22 მარტს ბულგარეთის სამთო კურორტ ბანსკოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ბავშვთა შორის სამთო-სათხილამურო სპორტში შეჯიბრება ჩატარდა.

შეჯიბრებაში შვიდი ქვეყნის 108 სპორტსმენი მონაწილეობდა, სადაც საქართველოს ბავშვთა ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს.

2000-2001 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის გიგანტურ სლალომში თამარ ბარბარიანი მესამე და ეკატერინე გოცირიძე მეხუთე ადგილებზე გავიდნენ. შეჯიბრება ბულგარელმა გერგანა ზადნეპროვსკამ მოიგო. ამავე ასაკის ვაჟთა შორის დავით ნაზღაიძემ მეექვსე ადგილი დაიკავა. ლაშა კურტანიძე კი სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31983″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button