თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა

პრემიერმინისტრმა განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ახალი კანდიდატურა კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებულია, თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან დაამთავრა ESM-ის ბიზნეს სკოლა.

“მას აქვს დიდი გამოცდილება, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე ინოვაციის სფეროში და რაც ყველაზე მთავარია განათლების სფეროში, კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი პროგრამის მიმართულებებს,” -აღნიშნა გiორგი კვირიკაშვილმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას დღემდე მართვის აკადემიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.პრემიერის თქმით, ახალ მინისტრს განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ საკმაოდ საინტერესო ხედვები გააჩნია.

პრემიერმა უკვე ყოფილო მინისტრს მადლობა გადაუხადა იმ გაწეული მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯებისთვის, რომელიც განათლების სისტემაში გატარდა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, თამარ სანიკიძე გუნდში რჩება და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი მისი ახალი მანდატის შესახებ, რომელიც პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button