მნიშვნელოვანისაქართველო

თამარ ჟვანია: 512 უბნის წინასწარი შედეგები ცნობილია

 

რამდენიმე წუთია (01:02სთ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც 512 დათვლილი უბნის წინასწარი შედეგები გამოაცხადა.

ჟვანიას განცხადებით, უბნების მიხედვით “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ხმათა 10.83% მიიღო, “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,93 % ; ხოლო დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება” უჭერდა მხარს ხმათა – 40,05 %.

512 უბნის მონაცემები თამარ ჟვანიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და დასძინა რომ დანარჩენი ოქმები მუშავდება და პერიოდულად გამოქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე 

მსგავსი პოსტები

Back to top button