მნიშვნელოვანისაქართველო

თამარაშვილის გამზირზე კლდის მასა ჩამოიშალა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა. ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების არიან მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც რადიო ,,თბილისის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კლდიდან მოწყვეტილი ლოდები სამანქანო გზაზეა ჩამოშლილი.

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, ადგილზე მხოლოდ პოლიციისა და სახანძრო მანქანები მოძრაობენ. სამართალდამცველები ადგიზე არავის უშვებენ და მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button