თამარიანის მოსახლეობის ნაწილი ბოსტნეულზე დაბალ ფასს აპროტესტებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის მოსახლეობის ნაწილი ბოსტნეულზე არსებულ დაბალ ფასს აპროტესტებს.

ადგილობრივებმამთავრობას დახმარებისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, არ არსებობს სარეალიზაციო პუნქტები და ისინი მხოლოდ გადამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასის იმედად არიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მაგალითად ბულგარულ წიწაკასა და ბადრიჯანში მათ მხოლოდ 30 თეთრს უხდიან, რაც თვითღირებულებაზე ბევრად დაბალია.

აქციის მონაწილეები მთავრობას სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის მსხვილ ქალაქებში ბაზრების გახსნას და იმპორტზე გადასახადის გაზრდას სთხოვენ, რადგან მათი შეფასებით, იმპორტიორები ხშირ შემთხვევაში დაბალ ფასებს აწესებენ და ადგილობრივი პროდუქტების ღირებულებას კიდევ უფრო აუფასურებენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ უპასუხა. ის მბობს, რომ დაბალი ფასი შესაძლოა უხმა მოსავალმა გამოიწვია. მისივე თთქმით, სახელმწიფო ფასების რეგულაციის პროცესში ვერ ჩაერევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button