მნიშვნელოვანი

,,თამაშდამოკიდებულება ყველაზე რთულად გადალახვადი დამოკიდებულებაა“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას თქმით, სხვა დამოკიდებულებებთან შედარებით, თამაშდამოკიდებულებასთან გამკლავება ყველაზე რთულია როგორც პაციენტისთვის, ისე ფსიქოლოგისთვის. ამის შესახებ ნანა ჩაჩუამ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“, აზარტულ თამაშებზე საუბრისას განაცხადა.

ფქიქოლოგის თქმით, აზარტულ თამაშებში ახალგაზრდების ჩართვას არაერთი რისკი ახლავს და პრობლემას ქმნის ისიც, რომ სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს არაერთი კაზინო, ან სათამაშო სახლის რეკლამაა განთავსებული.

,,სახელმწიფოს არ უნდა უნდოდეს ბიუჯეტი შეივსოს ასეთი მძიმე შედეგების მომტანი რაღაცით“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

რისკების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობად, ნანა ჩაჩუა რეგულაციების გამკაცრებას მიიჩნევს.

მოისმინეთ ნანა ჩაჩუას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button