სპორტი
თამაშგარე მდგომარეობის გამოსავლენ ახალ ტექნოლოგიას ფიფა დატესტავს

არაბეთის თასზე ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია თამაშგარე მდგომარეობის ნახევრად ავტომატური დადგენის ტექნოლოგიას დატესტავს და იმ შემთხვევაში თუ გაამართლა,2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიტანს
ფიფას ახალი სისტემის გამოცდის მიზანია,მსაჯებს შეცდომების თავიდან არიდებაში დაეხმაროს.
“ნახევრად ავტომატური თამაშგარის” ტექნოლოგია 10 ან 12 კამერის საშუალებით იმუშავებს.თითოეულ ფეხბურთელზე 29 მონაცემს წამში 50-ჯერ შეაგროვებს და ვიდეოკონტროლის სისტემას გადასცემს.VAR კი შეხვედრის მთავარ არბიტრს შეატყობინებს
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია ხაზების გავლებით მონაცემებს აჩვენებს.საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად მსაჯი მიიღებს.
არაბეთის თასი,სადაც პირველად დაიტესტება არსებული ტექნოლოგია,30 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.