თამაზ მეჭიაური პარტიას ”ერთიანი საქართველოსთვის” ქმნის

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წასული თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას ქმნის.

მეჭიაურთან ერთად, პარტიის დამფუძნებლები იქნებიან კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი დავით ფაცაცია.

პარტიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს ლალი მოროშკინა უხელმძღვანელებს.

პარტიის დასარეგისტრირებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი უკვე შეტანილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button