თამაზ მეჭიაურმა პარტია “ქართული ოცნება” დატოვა

თამაზ მეჭიაურმა პარტია “ქართული ოცნება” დატოვა. გადაწყვეტილება მან ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ გაახმაურა, რომელსაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ტოვებს პარტიას, მაგრამ რჩება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია ”ქართულ ოცნებაში”, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ.

თამაზ მეჭიაურმა პარტია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიციის გამო დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button